logo_geo
eng_logo
ვეტერანთა დეპარტამენტმა კუკიის საძმო სასაფლაოზე დაკრძალულ ჯარისკაცებს პატივი მიაგო
- +

10 მაისი. 2019. 14:48

 

 

ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები დღეს, კუკიის საძმო სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 

„საძმო სასაფლაო, კუკიაზე, პირველად, მეორე მსოფლიო ომის წლებში გაიჭრა. სასაფლაოს მახლობლად, სამხედრო ჰოსპიტალი იყო. ომში მიღებული ჭრილობებისგან გარდაცვლილ ჯარისკაცებს ამ სასაფლაოზე მოასვენებდნენ და კრძალავდნენ. დაღუპულები, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები არიან“, - აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner