logo_geo
eng_logo
ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პირველი კომენტარს აკეთებს
- +

10 მაისი. 2019. 16:45

 

 

ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

 

გვენეტაძის თქმით, მიზეზი უკავშირდებოდა ჯანმრთელობის პრობლემებს და მისი იმჟამინდელი მდგომარეობა და იმ პერიოდის გამოყენება, რაც რეაბილიტაციისთვის იყო საჭირო, არ წაადგებოდა სასამართლოს ხელისუფლებას, რის გამოც თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.

 

„ეს პერიოდი რეაბილიტაციას დავუთმე და მაქვს ახლა ის უნარები, რომ დრო დავუთმო ამ პოზიციას“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

 

გვენეტაძეს უკვირს, რომ ოპოზიცია მისი „გაუჩინარების“ გარემოებაზე მიუთითებს.

 

„ოპოზიციას შეფასებების უფლება აქვს, მათ პოზიციას არ ვეთანხმები. ყოველთვის აქტიური ვიყავი, ჩემი პოზიციები მართლმსაჯულების რეფორმაზე ყოველთვის ღია იყო. ასეთი აქტიური ვეღარ ვიქნებოდი. ჩემი საქმიანობა არავითარ ეჭვს არ ბადებდა“, - აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დანიშვნაზე საუბრისას გვენეტაძემ თქვა, რომ ორი დღეა, ეს პოზიცია დაიკავა და უხელმძღვანელებს მიმართულებას, რომელიც შეეხება სასწავლო პროცესს.

 

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კანდიდატების შერჩევის პროცესზე კონკრეტულ პოზიციას არ აფიქსირებს და აცხადებს, რომ მართლმსაჯულებას წარმატებას უსურვებს. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner