აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები ნინო წილოსანი და დავით სონღულაშვილი საფრანგეთის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
დელეგაციის წევრები ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტურიზმისა და აგროტურიზმის განვითარების სამომავლო პოტენციალს.
დეპუტატებმა დელეგაციის წევრებს, საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.