კახა კალაძე: არ გამოვრიცხავ, 2020 წლის არჩევნებისთვის ბევრი ახალი სახე ვიხილოთ პარტიაში
-
+
13 მაისი. 2019. 02:14
„არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ჩვენ ბევრი ახალი სახეც ვიხილოთ პარტიაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა განათლებული, წარმატებული პროფესიონალი ადამიანებისთვის. ეს პროცესი არასდროს შეჩერებულა. არიან ადამიანები, ვინც გადიან პარტიიდან, ეს ჩვეულებრივი ჯანსაღი, ცოცხალი პოლიტიკური პროცესია. შესაბამისად, მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ჩვენ ბევრი ახალი სახეც ვიხილოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდებს ხელი უნდა შევუწყოთ“, - განაცხადა კალაძემ.