-
+
19 მაისი. 2019. 16:24
ზუგდიდში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე დააკავეს. ინფორმაცია Imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
„სამართალდამცველებმა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ჟურნალისტი, presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს“, - განმარტეს შსს-ს პრესსამსახურში.
წყარო :