logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: პაატა ბურჭულაძეზე მეტი მხარდამჭერი კახი კავსაძეს ეყოლება
- +

30 მაისი. 2016. 14:45


ვფიქრობ, რომ პაატა ბურჭულაძეს გამოუჩნდა კონკურენტი კახი კავსაძის სახით, რომელიც პარტიის გვეშველება რამე?" შექმნას აპირებს",  - ამ სიტყვებით შეაფასა საქართველოს პარლამენტის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში ჩართვა.


ქანთარიამ ასევე აღნიშნა, რომ პაატა ბურჭულაძე არასერიოზულ პოლიტიკურ პროექტად მიაჩნია, რომელსაც ლობისტები ამერიკაში და ოდესაში ჰყავს.



მე ვფიქრობ, რომ პაატა ბურჭულაძეს გამოუჩნდა კონკურენტი კახი კავსაძის სახით, რომელიც პარტიის გვეშველება რამე?" შექმნას აპირებს. ვფიქრობ, გაცილებით მეტი მხარდამჭერი ეყოლება ბატონ კახის.


რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, რომელსაც პრემიერობა საკმაოდ მარტივი ჰგონია, ჯობდა, თავდაპირველად მერის არჩევნებში ეყარა კენჭი და ეჩვენებინა ყველასთვის, რომ მას შეუძლია ქალაქის ან უბნის მართვამგონი, ეს პროექტი  არასერიოზული. თუ მას პოლიტიკა უნდოდა, იყო საქართველოში ბევრი მსგავსი სიტუაცია - 2007, 2008 ან თუნდაც 2012 წელს. თუმცა, მე პაატა ბურჭულაძე პროექტი მგონია, რომელსაც გარკვეული ლობისტები ჰყავს ამერიკასა და ოდესაში", - განაცხადა  ქანთარიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner