27 წლის ოფიცერი, რომელმაც განათლება აშშ-ში მიიღო, დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ გამომძიებლად დაიწყო. მას ალექსანდრე გულუა ჰქვია და ყოველდღიურად იმ ქუჩაზე უწევს მისვლა და მუშაობა, რომელიც მამის სახელობისაა. ალექსანდრე, გენერალ გია გულუას შვილია, რომელიც 38 წლის ასაკში, 1994 წლის 20 აპრილს კოლეგებთან ერთად, სამსახურისკენ მიმავალ გზაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსახურეობრივ მანქანაში მოკლეს. გია გულუას შვილი, ალექსნდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებული განათლებით აგრძელებს მამის და ქვეყნის საქმეს.