-
+
28 მაისი. 2019. 11:20
21-26 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „გუგუთი“ და „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და რუსეთის მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში 9 913 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (125,59 გრ.) და ვერცხლის (46 გრ.) ნაკეთობები გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში 9 913 ლარის ოდენობით შეეფარდათ.